პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეები დაადგენენ მოხმარებული ელექტროენერგიის ტარიფს და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები დააკვირდებიან რა ცვლილებას ახდენს ელექტროენერგიის დაზოგვა ფინანსურ ხარჯებზე
პროექტის მიზნები: მოსწავლემ შეძლოს მოიძიოს დახარჯული ელექტროენერგიის ტარიფის დადგენა კილოვატსაათების მიხედვით, დააკვირდნენ რა ცვლილებას ახდენს მისი დაზოგვა ხარჯებზე და წარმოადგინოს პრეზენტაციის სახით
მონაწილეთა ასაკი: შეუზღუდავი
ვადები/ხანგრძლივობა:4 თვე
რა მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტებიც შეიძლება შეიქმნას: დაკვირვების შედეგად აღმოჩენილი ცვლილებების მიხედვით დიაგრამების შექმნა,პრეზენტაცია სლაიდშოუს სახით, შედეგების ბლოგზე ატვირთვა
პროექტისათვის სჭირო ძირითადი რესურსები: ელექტროენეგიის ქვითრები,რვეული,კალამი,ელექტროენერგია,კომპიუტერი,(pp-პროგრამა,word,bloger,)
პროექტის მსვლელობა, (ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები მოიძიებენ ელექტროენერგიის სხადასხვა თვის ქვითრებს და დააკვირდებიან არის თუ არა ცვლილება კილოვატსაათებსა და ტარიფს შორის,ცვლილებას წარმოადგენენ დიაგრამის სახით და გავეცნობით კლასში.შემდეგ ისინი დეალოდებიან მიმდინარე თვის ქვითარს და მოსულ ინფორმაციის მიხედვით დაიწყებენ ახალი დიაგგრამის შედგენას,ხოლო შემდეგ თვეში დაიწყებს ელექტრო ენერგიის დაზოგვას უსარგებლოდ ჩართული ნათურების ხარჯზე, მოსული ქვითრის მიხედვით დაამატებს დიაგრამას ინფორმაციას და ჩაიწერს ცვლილებას. მომდევნო თვეში ელექტროენერგიის დაზოგვას დაიწყებს მოახდენს უსარგებლოდ ჩართულილ ტელევიზორის და ნათურების ხარჯზე,მოსულ ცვლილებასაც შეიტანს დიაგრამაზე.მის მომდევნო თვეში დაზოგვას დაამატებს უსარგებლოდ ჩართულ კომპიუტერსაც და ტარიფებს კიდევ დაამატებს უკვე შექმნილ დიაგრამას.შექმნილ დიაგრამას გავეცნობით კლასში, განვიხილავთ რა ცვლილებები გამოიწვია ყოველთვიურმა დაზოგვამ.შექმნილ ელექტრონულ დიაგრამებს წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით და ატვირთავენ ბლოგზე
საგნებთან, /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტ: მოსწავლე ქმნის ელექტრონულ დიაგრამებს და პრეზენტაციებს,ტვირთავს ბლოგზე
მათემატიკა: მოსწავლე ამყარებს დამოკიდებულებებს სიდიდეებს შორის და აწარმოებს გამოთვლებს
ფიზიკა: იყენებს ელექტროენერგიის საზომ ერთეულებს
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): ნინო გელაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: nino gelashvili1954@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი /ბლოგი/: www.ninogelashvili1954.blogspot.com
No comments:
Post a Comment